თავში

ხოშტარია: არანაირ პერსპექტივაზე საუბარი არ არის

ხოშტარია: არანაირ პერსპექტივაზე საუბარი არ არის
ხოშტარია:  არანაირ პერსპექტივაზე საუბარი არ არის

ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი ვაკისა და საბურთალოს ოლქში, ელენე ხოშტარია, ქართული ოცნების გუშინდელ პროგრამის პრეზენტაციას აფასებს. ხოშტარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის მტკიცება, რომ ადამიანები აყვავდნენ, არის მოსახლეობის შეურაცხყოფა.

ხოშტრაიამ აღნიშნა, რომ ქართულ ოცნებას რაიმე პრეტენზიაც კი არ გამოუთქვამს, რომ რამე შესთავაზოს მოსახლეობას ან რამეზე პასუხისმგებლობა აიღოს.

„ოცნების“ გუშინდელი გამოსვლა იყო არა პროგრამის წარდგენა, არამედ მორიგი თავდასხმა ყველა სხვაზე, ოპონენტებზე. ამაში არის პრობლემა, რომ “ქართული ოცნება” პრეტენზიასაც კი არ გამოთქვამს, რომ რამე შესთავაზოს მოსახლეობას ან რამეზე პაუსხისმგებლობა აიღოს. იყო ლაპარაკი, რომ ეს იყო აყვავების 8 წელი მაშინ, როდესაც ადამიანებმა ზუსტად იციან, აყვავდნენ, დაკარგეს სამსახური, კარგად არიან თუ ცუდად. აბსოლუტური შეურაცხყოფაა ადამიანების, რომ ბიძინა ივანიშვილი უმტკიცებს - „თქვენ აყვავდით“, მაშინ, როდესაც ისინი თავის თავზე გრძნობენ, რომ ასე არ არის. არანაირ პერსპექტივაზე, რა როგორ შეიძლება გამოსწორდეს, საუბარი არ არის” - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system