თავში

ხოშტარია: ვინც დააკავეს იმ კაცის შვილია ვისაც 20 ივნისს თვალი ამოთხარეს

ხოშტარია: ვინც დააკავეს იმ კაცის შვილია ვისაც
ხოშტარია: ვინც დააკავეს იმ კაცის შვილია ვისაც 20 ივნისს თვალი ამოთხარეს

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში სამოქალაქო და პოლიტიკური პარტიების აქტივისტების დააკავებას ეხმაურება. მისი თქმით, ერთ-ერთი დაკავებული ნათია ლეთოდიანია, რომელიც იმ ადამიანის შვილია, რომელსაც 20 ივნისს თვალი ამოთხარეს, მეორე თვალი კი აფხაზეთის ომში დაკარგა.

"ნათია ლეთოდიანი, რომელიც ეხლა დააკავეს, არის იმ კაცის შვილი, ვისაც 20 ივნისს თვალი ამოთხარეს. მეორე თვალი აფხაზეთის ომში დაკარგა. ყოჩაღ მონებო", - წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, პარლამენტთან რამდენიმე სამოქალაქო და პოლიტიკური პარტიების აქტივისტი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system