თავში

"ხშირად გვეკითხებიან, რა არის გეგმა" - ხატია დეკანოიძე

"ხშირად გვეკითხებიან, რა არის გეგმა" - ხატია დეკანოიძე
ხშირად გვეკითხებიან, რა არის გეგმა - ხატია დეკანოიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: 

"ხშირად გვეკითხებიან რა არის გეგმა.

მზა რეცეპტი ნამდვილად არ არსებობს, გარდა ადამიანებზე ორიენტირებული პოლიტიკური საქმიანობისა. გულწრფელობა ყველაზე კარგი იარაღია და ვთქვათ:

- პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე და პრეზიდენტის პატიმრობაზე საერთაშორისო ზეწოლის გაძლიერებას;

- ამომრჩეველთან მუშაობა (არა მხოლოდ წინასაარჩევნოდ ორი თვით ადრე) მუდმივად;

- საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობა;

- საკრებულოებში ადამიანებისთვის ბრძოლა;

- პარლამენტში მაქსიმალურ თანხმობას ოპოზიციასთან, საგამოძიებო კომისიებს და ევრორეფორმების პაკეტის შემუშავებას, რაზეც მალე დავიწყებთ კონსულტაციებს;

- პროდასავლური ოპოზიციის ერთობა საერთო ინტერესების გარშემო;

აქციები და პროტესტი უნდა იყოს მუდმივი, მაგრამ აქვე ისიც არის, რომ როცა ოპოზიცია და მთავარი ოპოზიციური პარტია პროტესტზე იკრიბება - ეს აქცია მძლავრი უნდა იყოს.

გულწრფელი ვთქვათ: ხელისუფლებას მიმდინარე აქციები არ აშინებს.

და მთავარი: სანამ ადამიანი არ იგრძნობს, რომ პოლიტიკოსი მასზე ზრუნავს - რეჟიმთან ბრძოლაში საკმარისი მოკავშირეები არ გვეყოლება.

ალტერნატივას უნდა ხედავდნენ ოპოზიციაში საქართველოს მოქალაქეებიც და ჩვენი პარტნიორებიც.

ეს მიმაჩნია სტრატეგიად", - წერს ხატია დეკანოიძე სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system