თავში

ხუნდაძე: დავიცვათ რეკომენდაციები, საყოველთაო კარანტინის თავიდან ასაცილებლად

ხუნდაძე: დავიცვათ რეკომენდაციები, საყოველთაო კარანტინის თავიდან ასაცილებლად
ხუნდაძე: დავიცვათ რეკომენდაციები, საყოველთაო კარანტინის თავიდან ასაცილებლად

"ქართული ოცნების" დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მოქალაქეებს მოუწოდებს დაიცვან რეკომენდაციები იმისთვის, რომ საყოველთაო კარანტინი აუცილებელი არ გახდეს. მისი თქმით, ეს პროცესი დაარტყამს ეკონომიკას. 

„კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა დავიცვათ ის რეკომენდაციები, რომ საჭიროება არ გახდეს საყოველთაო კარანტინის, საყოველთაო იზოლაციის შემოღების, რაც კიდევ უფრო მძიმე ტვირთი იქნება ეკონომიკისთვის. ჩვენ გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება. დავიცვათ მოქალაქეების ჯანმრთელობა და არ მივიღოთ ეკონომიკაში შეუქცევადი პროცესები. ყველა ინიციატივა იქნება განხილვის საგანი, მაგრამ თუ მასში დევს ჭარბად პოლიტიკური შემადგენელი და არა შედეგი, ასეთი ინიციატივები, რა თქმა უნდა, განხილული არ იქნება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system