თავში

ხუნდაძე ეპიდვითარებაზე: ამ შედეგს შენარჩუნება და ბოლომდე მიტანა სჭირდება

ხუნდაძე ეპიდვითარებაზე: ამ შედეგს შენარჩუნება და ბოლომდე მიტანა სჭირდება
ხუნდაძე ეპიდვითარებაზე: ამ შედეგს შენარჩუნება და ბოლომდე მიტანა სჭირდება

"კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველომ მიაღწია პოზიტიურ შედეგს, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობაც აღიარებს,"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

დეპუტატის თქმით, ეს შედეგი რთულად მისაღწევი იყო ექიმებთან, საზოგადოებასთან, მმართველ გუნდთან ერთად.

" პრაქტიკულდ, ჩვენ შეუძლებელი შევძელით. ამ შედეგს შენარჩუნება და ბოლომდე მიტანა სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პოზიტიური შედეგი გვაქვს, პანდემიის რეჟიმში მაინც გვიწევს ცხოვრება და მოსალოდნელი მეორე ტალღა უფრო რეალური ხდება მას შემდეგ, რაც სხვა ქვეყნებში უკვე შეიმჩნევა ინფიცირებულთა რაოდენობის მატება.

ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა დავიცვათ მოსახლეობის ჯანმრთელობა. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ წინ გვაქვს საარჩევნო პერიოდი, რაც შესაძლოა, ბიძგის მიმცემი აღმოჩნდეს ეპიდვითარების გაუარესებისთვის. ამიტომ, ჩვენ უფრო მეტი სიფრთხილე გვმართებს.

იმისათვის, რომ ხელისუფლებამ კრიზისი სწორად მართოს, მას ბერკეტი სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ „საზოგადოებივი ჯანდაცვის შესახებ კანონში" შეტანილ ცვლილებებს არ გავახანგრძლივებთ და ამით მთავრობას საშუალებას არ მივცემთ კრიზისი მართოს, მას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება მოუწევს. მისი საჭიროება არც ეპიდემიოლოგიურად არსებობს და ეს აკრძალვები უფრო მძიმე იქნება და რა თქმა, უნდა არჩევნებსაც შეეხება პრობლემა," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system