თავში

ხვალ ან ზეგ, ყველა ყველაფერს გაიგებს - კობახიძე

ხვალ ან ზეგ, ყველა ყველაფერს გაიგებს - კობახიძე
ხვალ ან ზეგ, ყველა ყველაფერს გაიგებს - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განმარტებით, მოლაპარაკებების შინაარსსა და შედეგებზე უახლოეს დღეებში ყველა ყველაფერს გაიგებს. 

"ხვალ ან ზეგ, ყველა გაიგებს ყველაფერს. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ არ მოეწერა ხელი, ან მოეწერა, ორივე შემთხვევაში საზოგადოება გაიგებს ჩვენი საუბრების შინაარსს", - განაცხადა კობახიძემ. 

ცნობისთვის, შვედი დიპლომატი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიაციის მიზნით უკვე მეორედ ჩამოვიდა.

მეორე ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები უკვე გამართა ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

დანიელსონის პირველი ვიზიტი 12-დან 19 მარტამდე გრძელდებოდა.

ერთი კვირის განმავლობაში, ევროპელმა დიპლომატმა არაერთი შეხვედრა გამართა, როგორც ოპოზიციის ისე ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

დანიელსონმა საქართველო 19 მარტს დატოვა.

ქვეყნის დატოვებამდე დანიელსონმა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის 9-საათიანი შეხვედრა გამართა, რომელიც უშედეგოდ დასრულდა.

22 მარტს კი შარლ მიშელმა განაცხადა, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება. როგორც შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში დაწერა: ,,კომპრომისების დროა".

ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, დანიელსონი ჩამოდის, რათა დაინახოს, არსებობს თუ არა იმის შესაძლებლობა, რომ მხარეებს შორის საერთო ნიადაგი მოიძებნოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system