თავში

ხვალ, ოპოზიცია აქციას 4 სხვადასხვა ადგილზე გამართავს

ხვალ, ოპოზიცია აქციას 4 სხვადასხვა ადგილზე გამართავს
ხვალ, ოპოზიცია აქციას 4 სხვადასხვა ადგილზე გამართავს

ხვალ, 10 ნოემბერს ოპოზიცია საპროტესტო აქციას 4 სხვადასხვა ადგილზე გამართავს. ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, აქციები გაიმართება იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან, ასევე მოდულის შენობასთან. მე-4 ლოკაციის მისამართს კი ოპოზიცია საიდუმლოდ ტოვებს. 

"ხვალ, 10 ნოემბერს 11 საათზე ერთდროულად 3 ადგილზე გაიმართება აქცია - იუსტიციის სამინისტროსთან, მოდულის შენობასთან და ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომელიც ვალდებულია ხმა ამოიღოს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებთ, ამავე დროს, აქცია გაიმართება მე-4 ადგილზე, რომლის ადგილს განგებ არ დავასახელებ. ასე იქნება ყოველ დღეს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system