თავში

ხვალ, ოპოზიცია რუსთავის ციხემდე მსვლელობას მოაწყობს

ხვალ, ოპოზიცია რუსთავის ციხემდე მსვლელობას მოაწყობს
ხვალ,  ოპოზიცია რუსთავის ციხემდე მსვლელობას მოაწყობს

ოპოზიცია ხვალ, 4 მარტს, 13:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია იმყოფება, აქცია-მსვლელობას მოაწყობს.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ ოპოზიციის კონსულტაცების დასრულების შემდეგ განაცხადა, 4 მარტს დაგეგმილი მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტი  აქცია-მსვლელობით შეიცვლება. 

"გადაავწყვიტეთ, რომ საპროტესტო აქციების ფორმის მიდიფიკაცია, იმისთვის, რომ ღარიბაშვილმა არ გამოიყენოს საპროტესტო ღონისძიებები მოლაპარაკებების ჩაშლის საბაბად. ამიტომ, ხვალინდელი აქცია, რომელიც უნდა გამართულიყო კანცელარიასთან, პიკეტის ფორმით, შეიცვალა და ეს იქნება მსვლელობა ავტომობილებით, რომელიც დაიწყება რესპუბლიკის მოედანზე, 13:00 საათზე და დასრულდება რუსთავის ციხესთან, სადაცაა პოლიტპატიმარი ნიკა მელია", - განაცხადა ბოკუჩავამ.

შეგახსენებთ, რომ დღეავნდელი კონსულტაციების შემდეგ, ოპოზიციამ აქციების ნაწილი გადადო, ნაწილის ფორმა კი შეცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system