თავში

კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია - მარინა ენდელაძე

კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია - მარინა ენდელაძე
კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია - მარინა ენდელაძე

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, მომდევნო თვეებში ეპიდემიოლოგიური ვითარება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის ტემპთან.

ვაქცინირებული მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე, ენდელაძე ვარაუდობს, რომ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება.

"ეს პირდაპირ პროპორციულ დამოკიდებულებაშია ვაქცინირებულ ადამიანებთან, კიდევ უფრო დამძიმდება სიტუაცია. ჯერჯერობით ჰოსპიტალური სექტორი ვუძლებთ ამას, მაგრამ გარკვეულწილად ჩვენც გვჭირდება გაფრთხილება, რომ მუშაობა შევძლოთ," - განაცხადა მარინა ენდელაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system