თავში

კილაძე: პასუხისმგბელობას ღირსეულად უნდა გავუმკლავდეთ

კილაძე: პასუხისმგბელობას ღირსეულად უნდა გავუმკლავდეთ
კილაძე: პასუხისმგბელობას ღირსეულად უნდა გავუმკლავდეთ

"ჩვენ მივანიჭეთ მთავრობას გარკვეული უფლებამოსილებები იმისთვის, რომ ერთი მხრივ, შეგვენარჩუნებინა ის ვითარება, რაც პანდემიის კუთხით ქვეყანაში გვქონდა, რომ ეს ვირუსი არ გავრცელდეს ისე, როგორც ამას ვხედავთ, სამწუხაროდ, ძალიან ბევრ ქვეყანაში,"- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა.

სოფო კილაძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, მთავრობისთვის შემზღუდავი ღონისძიებების ამოქმედების უფლების მინიჭებამ დადებითი გავლენა იქონია ქვეყნაში არსებულ ეპიდიოლოგიურ ვითარებაზე.

"ჩვენ მთავრობისთვის ამ უფლებამოსილების გადაცემის გადაწყვეტილება გარკვეული ვადით მივიღეთ. ვფიქრობ, რომ ეს იყო სწორი და ამან გაამართლა. თუმცა, პანდემია არსად წასულა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მძლავრად არის წარმოდგენილი. ამიტომ ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, მივანიჭოთ მთავრობას გარკვეული უფლებამოსილებები იმისთვის, რომ ქვეყანაში სიტუაცია არ გაუარესდეს. რა თქმა უნდა, არავის გვიხარია ჩვენი მოქალაქეებისთვის შეზღუდვების დაწესება , თუმცა იმისთვის, რომ ქვეყანაში ვირუსი უკონტროლოდ არ გავრცელდეს, გარკვეული ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება, ეს კანონპროექტი მხოლოდ ამას ემსახურება. მე მესმის, რომ ოპოზიციის ნაწილისთვის შეიძლება გასახარიც კი იყოს, თუ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით სიტუაცია გაუარესდება, მაგრამ ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომელსაც აქვს დიდი პასუხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე და ამ პასუხისმგბელობას ღირსეულად უნდა გავუმკლავდეთ,"- განაცხადა სოფო კილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის თანახმად, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიებების ამოქმედების უფლება 2020 წლის ბოლომდე შეიძლება გაუხანგრძლივდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system