თავში

კილაძე: საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა

კილაძე: საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა
კილაძე: საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა

საქართველოს სახელმწიფოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობა არის მართლაც უმაღლეს ნიშნულზე, რაც ამ პერიოდის განმავლობაში გვქონია,"- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ განაცხადა.

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს მათ შორის, რა თქმა უნდა, აშშ-ს, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს კითხვის ნიშანი არ დარჩეს. თავად აშშ-ის უმაღლესი პოლიტიკური პირები აღიარებენ და არაერთხელ გაუსვამთ ხაზი მათ შორის ბოლო დღეების განმავლობაში, ქალბატონ ელჩსაც, რომ საქართველოში დემოკრატიული მიმართულებით ნამდვილად ბევრი წინ გადადგმული ნაბიჯი გვაქვს და ეს არის ის ოფიციალური შეფასებები, რაც ჩვენი ქვეყნის მისამართით კეთდება. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ აშშ რაიმე კუთხით ოფიციალურ დონეზე იტყვის იმას, რომ საქართველოში დემოკრატია გაუარესდა, იმიტომ რომ საქართველოში დემოკრატია რეალურად წინ მიდის და არა უარესდება”,- განაცხადა კილაძემ,"- განაცხადა კილაძემ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულია 2021 ფისკალური წლის სახელმწიფო საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტის ანგარიში, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე განმარტებას მოიცავს.

კერძოდ, დოკუმენტში დამატებულია რამდენიმე პუნქტი, რომელთა შეუსრულებლობის შემთხვევაში საქართველოს მთავრობას შესაძლოა, აშშ-ის მხრიდან ფინანსური დახმარების ნაწილი შეუჩერდეს. წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტი საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტს დღეს განიხილავს.

კერძოდ, წარმოდენილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ცენტრალური მთავრობისთვის გათვალისწინებული 132 025 000 ოდენობის ფინანსური დახმარების 15 პროცენტის გამოყოფის ვალდებულება შეიძლება, შეჩერდეს, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტი არ განსაზღვრავს და არ წარუდგენს ასიგნებათა კომიტეტს ანგარიშს, რომ აღნიშნული მთავრობა დგამს ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად და იმის უზრუნველსაყოფად, რომ კერძო სექტორში კანონის უზენაესობა აღიარებულ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system