თავში

კინზინგერი: არჩევნებმა ჩარევისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩაიაროს

კინზინგერი: არჩევნებმა ჩარევისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩაიაროს
კინზინგერი: არჩევნებმა ჩარევისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩაიაროს

არჩევნებმა ჩარევისა და ინციდენტების გარეშე უნდა ჩაიაროს, - ასე ეხმაურება საქართველოში მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათამვჯდომარე, ადამ კინზინგერი.

კონგრესმენის თქმით, ის არჩევნების მიმდინარეობას დააკვირდება.

"ჩემი გულწრფელი იმედია, რომ ქართველ ხალხს შეეძლება სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში მიიღოს მონაწილეობა ამ უქმეებზე, შედეგით, რომელიც მხოლოდ ქართველი ხალხის მიერ იქნება გადაწყვეტილი. ეს მათი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია და უნდა ჩატარდეს ჩარევისა და ინციდენტების გარეშე. როგორც წარმომადგენელთა პალატის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ამ უქმეებზე თვალს მივადევნებ არჩევნების მიმდინარეობას და გავაგრძელებ აქტიური როლის თამაშს, რათა საქართველო დარჩეს შეერთებული შტატების მნიშვნელოვან პარტნიორად", - აცხადებს კინზინგერი "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system