თავში

კინზინგერი: ელჩ დეგნანს სრულად ვენდობი საქართველოსთვის ამ რთულ დროში მანევრირებისას

კინზინგერი: ელჩ დეგნანს სრულად ვენდობი საქართველოსთვის ამ რთულ დროში მანევრირებისას
კინზინგერი: ელჩ დეგნანს სრულად ვენდობი საქართველოსთვის ამ რთულ დროში მანევრირებისას

კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდა. ამის შესახებ „ტვიტერში“ თავად კონგრესმენმა დაწერა.

„შესანიშნავია შეხვედრა მქონდა ელჩ დეგნანთან. მას სრულად ვენდობი საქართველოსთვის ამ რთულ დროში მანევრირებისას, როდესაც მრავალი პარტია მუშაობს დემოკრატიის მისაღწევად“, – წერს კონგრესმენი. 

საქართველოში ამერიკის ელჩად, პროფესიით ჟურნალისტი, კელი კოლინ დეგნანი დეკემბერში დაინიშნა. მანამდე დეგნანი ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის საზღვაო ძალების პოლიტიკური მრჩეველი იყო. საჯარო ინფორმაციის თანახმად, მას 25-წლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. დეგნანს ასევე ეკავა დიპლომატიური თანამდებობები თურქეთში, კოსოვოში, ავღანეთსა და იტალიაში. ის აგრეთვე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სპეციალური მრჩეველი იყო. ფლობს იტალიურ, ფრანგულ და თურქულ ენებს.

დეგნანმა ფიცი 17 იანვარს დადო და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს საქართველოსთან ვრცელი სამუშაო გეგმა აქვს და ბევრს ელის ქართველი მეგობრებისგან. დეგნანი საქართველოში მუშაობას 29 იანვრიდან შეუდგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system