თავში

"კითხვის ნიშნებს იწვევს, რატომ ლაპარაკობენ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხეზე" - თალაკვაძე

"კითხვის ნიშნებს იწვევს, რატომ ლაპარაკობენ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხეზე" - თალაკვაძე
კითხვის ნიშნებს იწვევს, რატომ ლაპარაკობენ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხეზე - თალაკვაძე

ჩემში და ძალიან ბევრ მოქალაქეში იწვევს კითხვის ნიშნებს, რატომ ლაპარაკობენ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხეზე, დამძიმებასა და მძიმე გამოსავალზე, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგისთვის იყენებს.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, პენიტენციურ დაწესებულებაში მესამე პრეზიდენტის უფლებები დაცულია.

"ჩემში და ძალიან ბევრ მოქალაქეში იწვევს კითხვის ნიშნებს, რატომ ლაპარაკობენ სიცოცხლის საფრთხეზე, დამძიმებასა და მძიმე გამოსავალზე ის ადამიანები, თანაც იმ დროიდან, როდესაც ამის არანაირი მოცემულობა არ გახლდათ. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ამ ადამიანებს და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მიხეილ სააკაშვილის და მისი ჯანმრთელობის გამოყენება სურთ კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგისთვის. ამას წესრიგი რამდენად შეიძლება დაარქვათ, სხვა საკითხია, ამ შემთხვევაში დღის წესრიგი არის პირობითი სიტყვა - რეალურად ეს არის დესტაბილიზაცია, რომელიც ყოველთვის იყო ამ რადიკალური ბანაკის და "ნაციონალური მოძრაობის" მიზანი", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ "პალიტრანიუსის" ეთერში.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 35 დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system