თავში

"კლანი უნდა წავიდეს" - ეკა ბესელიამ აქცია გამართა

"კლანი უნდა წავიდეს" - ეკა ბესელიამ აქცია გამართა
კლანი უნდა წავიდეს - ეკა ბესელიამ აქცია გამართა

 მცხეთის რაიონულ სასამართლოსთან პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერმა ეკა ბესელიამ აქცია გამართა.

როგორც ბესელია ამბობს, ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, მნიშვნელოვანია სასამართლო კლანის შეცვლაც. მისი თქმით, მცხეთის რაიონული სასამართლოსთან აქციის გამართვა სიმბოლურია, რადგან ის ქვეყანაში სასამართლოსთან დაკავშირებული პრობლემების ნაწილია. აქციის მომაწილეებმა სიმბოლურად მწვანე კვამლიც გაუშვეს.

"მინდა ის მანდატი, რასაც ჩვენ ხალხისგან ველოდებით, მივიღოთ იმიტომ, რომ სასამართლო თავისუფალი გახდეს. დღეს აქ ახალგაზრდები დგანან, რომლებიც იბრძვიან იმისათვის, რომ მათი მომავალი დაცული იყოს. ამიტომ, 31 ოქტომბერი არის როგორც ხელისუფლების ცვლილების, ასევე სასამართლოს გათავისუფლების სახელისუფლებო კლანისაგან," - განაცხადა პარტია "სამართლიანობისთვის" თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system