თავში

ცესკო: კანონდარღვევით სცადეს შეჭრილიყვნენ მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში

ცესკო: კანონდარღვევით სცადეს შეჭრილიყვნენ მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში
ცესკო: კანონდარღვევით სცადეს შეჭრილიყვნენ მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში

კონკრეტული პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კომისიის წევრებმა კანონდარღვევით სცადეს შეჭრილიყვნენ მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, - ასე გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისია მთაწმინდის ოლქში განვითარებულ მოვლენებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის თქმით, მთაწმინდის საუბნო საარჩევნო კომისიების თითოეული წევრი ინფორმირებული იყო პირველი სხდომების თარიღის შესახებ.

"პოლიტიკური პარტიის მიერ დასახელებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები აცხადებენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომები პარტიების წევრების დასწრებისა და მონაწილეობის გარეშე ჩატარდა. ამ პირებს ასევე ჰქონდათ მცდელობა კანონის დარღვევით შეჭრილიყვნენ მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, მთაწმინდის ოლქში. მთაწმინდის საუბნო საარჩევნო კომისიების თითოეული წევრი ინფორმირებული იყო პირველი სხდომების თარიღისა და დღის წესრიგის შესახებ. ამასთან, ჯერ კიდევ გუშინ, 28 სექტემბერს ცესკომ დილიდანვე საჯაროდ გაავრცელა ინფორმაცია პირველი სხდომების ჩატარების დაწყების თაობაზე,“- განაცხადა ანა მიქელაძემ.

ცნობისთვის, მთაწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმაური იყოკომისიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ თავმჯდომარეების სია წინასწარ ჰქონდათ გამზადებული და ხმათა უმრავლესობას ისინი არ აურჩევიათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system