თავში

კობახიძე ოპოზიციაზე: იციან, რომ მეორე ტურში აგებენ არჩევნებს და მარცხს ერიდებიან

კობახიძე ოპოზიციაზე: იციან, რომ მეორე ტურში აგებენ არჩევნებს და მარცხს ერიდებიან
კობახიძე ოპოზიციაზე: იციან, რომ მეორე ტურში აგებენ არჩევნებს და მარცხს ერიდებიან

,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები ნიშნავს კაპიტულაციის გამოცხადებას მეორე ტურამდე.

როგორც კობახიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, ოპოზიცია მეორე ტურში ყველა ოლქს წააგებს და სწორედ ამიტომ მარცხის გაფორმებას ერიდება.

„აშკარაა, რომ ხალხის მხარდაჭერის არქონის ფონზე, ისინი არჩევნებში საკუთარ შანსს ვერ ხედავენ. სწორედ ამიტომ, დესტრუქცია არის მათთვის ერთგვარი ხავსი, რომელსაც ისინი 2012 წლიდან ეჭიდებიან. იგივე მიზეზით თქვეს მათ რამდენიმე თვის წინ უარი იმ საარჩევნო სისტემის მხარდაჭერაზე, რომელიც პარტიებს შორის საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევით შეთანხმდა.

როგორც ხედავთ ოპოზიცია საერთაშორისო პარტნიორების ძალისხმევას, როგორც მაშინ, საკონსიტუციო ცვლილებებზე ხმის არმიცემით, ისე ახლაც, უპასუხისმგებლოდ და უდიერად ეპყრობა. გარდა ამისა, ოპოზიციის დღევანდელი განცხადებები ნიშნავს კაპიტულაციის გამოცხადებას მეორე ტურამდე. მათ კარგად იციან, რომ მეორე ტურში აგებენ არჩევნებს და მარცხის გაფორმებას ერიდებიან. ჩვენი პარტია და საარჩევნო შტაბი ხვალიდან იწყებს მზადებას არჩევნების მეორე ტურისთვის და ჩვენ დარწმუნებულები ვართ ყველა საარჩევნო ოლქში დამაჯერებელ გამარჯვებაში“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში შესვლაზე ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უარი თქვა.

საარჩევნო უბნებზე ხმების 100% დათვლილია. შედეგები ასეთია: „ქართული ოცნება“ - 48,15 %; „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 27,14%; „ევროპული საქართველო“ - 3.78%; „ლელო“ – 3,15%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15 %; „გირჩი“ – 2,89%; „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ – 1,33%; „ლეიბორისტული პარტია“ – 1%. რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათ ამომრჩეველთა ხმების ერთ პროცენტზე ნაკლები აქვთ. 

ოპოზიციური პარტიები არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და აქციებს აანონსებენ. ოპოზიცია ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით მასშტაბურ აქციას თბილისში მომავალ კვირას გამართავს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system