თავში

კობახიძე: ინტელექტი არ ჰყოფნით, ბოკერიას, გვარამიას, ამიტომ არიან ოპოზიციაში

კობახიძე: ინტელექტი არ ჰყოფნით, ბოკერიას, გვარამიას, ამიტომ არიან ოპოზიციაში
კობახიძე: ინტელექტი არ ჰყოფნით, ბოკერიას, გვარამიას, ამიტომ არიან ოპოზიციაში

ჩვენზე ჭკვიანები რომ იყვნენ, ისინი იქნებოდნენ ხელისუფლებაში და ჩვენ ვიქნებოდით ოპოზიციაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ოპოზიციას პარლამენტში შესვლა სწორედ ინტელექტში არსებული სხვაობის გამო ერიდება.

,,სწორედ იმის გამო, რომ ინტელექტი არ ჰყოფნის მაგალითად, ბოკერიას, გვარამიას და ა.შ. ამიტომ არიან ისინი დღემდე ოპოზიციაში, მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული რესურსი აქვთ, მედიარესურსი, ფული აქვთ მილიონი მოპარული და იმას ხარჯავენ ყოველ არჩევნებზე და ა.შ. ჭკუა რომ ჰყოფნიდეთ, თავისი ჭკუით მოგვიგებდნენ დიდი ხანია.

რაც შეეხება რეალურ ვითარებას, ინტელექტში არსებითი სხვაობაა და ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ერიდებათ მათ პარლამენტში შემოსვლა, იმდენად მძიმე სურათი აქვთ მათ და იმდენად დიდია სხვაობა ვიზუალური, ინტელექტუალური თვალსაზრისით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის, რომ ისინი ძალიან მძიმედ გამოჩნდებიან ამ ვითარებაში", - განაცხადა კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system