თავში

კობახიძე: ბოლნისში ოპოზიციამ საარჩევნო ყუთის გატაცება სცადა

კობახიძე: ბოლნისში ოპოზიციამ საარჩევნო ყუთის გატაცება სცადა
კობახიძე: ბოლნისში ოპოზიციამ საარჩევნო ყუთის გატაცება სცადა

ბოლნისის რაიონის 55-ე საარჩევნო უბანზე, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო ყუთის გატაცების  მცდელობა ჰქონდათ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

"ჩვენ ვაფრთხილებდით მოსახლეობას, რომ არჩევნების დღეს იგეგმებოდა საარჩევნო ინვენტარის მოპარვა და ამგვარი ფაქტი დაფიქსირდა ბოლნისის რაიონის 55-ე უბანზე, სადაც ოპოზიციის ორ წარმომადგენელს, ესენი არიან არზუმან ხასიევი "ევროპული საქართველოდან" და ვაშაძის პარტიის კანდიდატი, ელიმდარ მირიები, რომლებსაც ჰქონდათ გადასატანი ყუთის გატაცების მცდელობა. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს კამერით აფიქსირებდა "ტვ პირველის" ოპერატორი, თუმცა ყუთის მოპარვისთანავე ოპერატორმა კამერა გათიშა და მიზეზად ტექნიკური ხარვეზი დაასახელა. ამ ფაქტის ვიდეომტკიცებულებას მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ" ,  - განაცხადა კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system