თავში

კობახიძე: ჭაკუა არის "ნაცმოძრაობის" სახე

კობახიძე: ჭაკუა არის "ნაცმოძრაობის" სახე
კობახიძე: ჭაკუა არის ნაცმოძრაობის სახე

ჭაკუა არის მათი სახე, ეს არის "ნაცმოძრაობის სახე“  თვითონ იყვნენ დამკვეთები, ჭაკუა ამ ყველაფრის შემსრულებელია, - ამის შესახებ ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით დამკვეთები გაქცეულები არიან.

ჭაკუა არის მათი სახე. აი, კაკო ბობოხიძესა და ჭაკუას შორის განსხვავება არ არის, ეს არის "ნაცმოძრაობის" სახე - წამება, ადამიანის ღირსების ხელყოფა, "ფეიკნიუსიც" ამის გაგრძელებაა. კაკო ბობოხიძე, გიგა ბოკერია, მიხეილ სააკაშვილი, თვითონ იყვნენ პასუხისმგებელი და დამკვეთები იმ უბედურების, რასაც აკეთებდა ჭაკუა. ჭაკუა იყო ამ ყველაფრის შემსრულებელი, დამკვეთები გაქცეულები არიან," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით, გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადიცია დღეს განხორციელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system