თავში

კობახიძე: ჭაკუა იყო რეჟიმის ერთ-ერთი მძიმე წარმომადგენელი

კობახიძე: ჭაკუა იყო რეჟიმის ერთ-ერთი მძიმე წარმომადგენელი
კობახიძე: ჭაკუა იყო რეჟიმის ერთ-ერთი მძიმე წარმომადგენელი

"სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა მხილებულია უმძიმეს დანაშაულებში",- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ განაცხადა. 

ირაკლი კობახიძის ტქმით, ჭაკუა იყო რეჟიმის ერთ-ერთი მძიმე წარმომადგენელი, რომელიც ჩადიოდა უმძიმეს დანაშაულებს. 

"ისინი ხელყოფდნენ ადამიანების ღირსებას. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ამაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით, გამომდინარე იქიდან, რომ მათ განახორციელეს ამ მძიმე დამნაშავის ექსტრადიცია. ეს ფაქტი შეახსენებს ყველას, რომ არც ერთი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, თუ რა რეჟიმთან გვქონდა საქმე 2012 წლამდე. ახლა ველოდებით, როდის გამოაცხადებს ოპოზიცია ჭაკუას პოლიტპატიმრად," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა გერმანიამ ქართულ მართლმსაჯულებას გადმოსცა. ამის შესახებ ინფორმაცია report.ge-ს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system