
ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციაში განხეთქილების შეტანა ვერ შეძლო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.
მისი თქმით, კობახიძე და ბატონი ელისაშვილი ერთი და იმავე შინაარსის გზავნილებს აკეთებენ
"ბატონი კობახიძე და ბატონი ელისაშვილი ერთი და იმავე შინაარსის გზავნილებს აკეთებენ უკვე რაღაც პერიოდია. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ მან ოპოზიციაში განხეთქილება ვერ მოახდინა. ამ კონკრეტული პირის მეშვეობით, მას სურდა, დაერღვია მყარი პოზიცია და ეს ვერ მოხდა," - განაცხადა ბოკერიამ.