თავში

კობახიძე: დასავლელი პარტნიორები გვთხოვენ, ოპოზიცია მხრებით ვათრიოთ

კობახიძე: დასავლელი პარტნიორები გვთხოვენ, ოპოზიცია მხრებით ვათრიოთ
კობახიძე: დასავლელი პარტნიორები გვთხოვენ, ოპოზიცია მხრებით ვათრიოთ

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, დასავლელმა პარტნიორებმა იციან, რომ ხელისუფლება ძლიერია და ისინი მმართველ ძალას სთხოვენ, სუსტი და ცუდი წარსულის მქონე ოპოზიცია შეინარჩუნოს..

"ისინი გვეუბნებიან, რომ კი, არის ცუდი ოპოზიცია, მძიმე წარსულით, მძიმე რეპუტაციით, მაგრამ უნდა იყოს ასეთი ოპოზიცია, რადგან მათ იციან, რომ ვერ შექმნიან ახალ ოპოზიციას საქართველოში, ჩვენც იცით, რომ ხელოვნურად არ ვერევით ოპოზიციის შექმნის პროცესში. ამიტომ ეს არის მათი ერთგვარი დამოკიდებულება და მოწოდება: კი, ცუდია ეს ოპოზიცია, ცუდია "ნაციონალური მოძრაობა", ძალიან მძიმე რეპუტაცია აქვს, მაგრამ იქნებ გაუფრთხილდეთ, ანუ ეს სუსტი ოპოზიცია იქნებ რაღაცნაირად საკუთარი მხრებით ათრიოთ", — განაცხადა კობახიძემ "იმედის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system