თავში

კობახიძე: ეს ჟურნალისტური და პოლიტიკური მორალის ყოველგვარ ზღვარს სცდება

კობახიძე: ეს ჟურნალისტური და პოლიტიკური მორალის ყოველგვარ ზღვარს
კობახიძე: ეს ჟურნალისტური და პოლიტიკური მორალის ყოველგვარ ზღვარს სცდება

პოლიტიკური ქულების დაწერის იაფფასიანი მცდელობა, შემთხვევის ადგილთან პოზიორობა, სამართალდამცავების დისლოკაციის პირდაპირ ეთერში გადაცემა ჟურნალისტური და პოლიტიკური მორალის ყოველგვარ ზღვარს სცდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. 

კობახიძის თქმით, ხელისუფლებისა და გმირი პოლიციელების საპირისპიროდ, ბანკში შეჭრილი დამნაშავე, ექსტრემისტული ზრახვებით შეპყრობილი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები იდგნენ. 

"ამ ტიპის კრიმინალზე პოლიტიკური ქულების დაწერის იაფფასიანი მცდელობა, შემთხვევის ადგილთან პოზიორობა, დამნაშავესთან უპასუხისმგებლო მოლაპარაკებების პირდაპირ ეთერში წარმოება, სამართალდამცავების დისლოკაციის პირდაპირ ეთერში გადაცემა და სხვა. ჟურნალისტური და პოლიტიკური მორალის ყოველგვარ ზღვარს სცდება. გუშინაც სხვა შეთხვევების მსგავსად, ერთ მხარეს იდგნენ ხელისუფლება, გმირი პოლიციელები, მძევლების უვნებლად გათავისუფლებით დაინტერესებული ჩვენი თანამოქალაქეები, ხოლო მეორე მხარეს იდგა ბანკში შეჭრილი დამნაშავე, ექსტრემისტული ზრახვებით შეპყრობილი პოლიტიკოსები და მათი მედიასაშუალებები", - განაცხადა კობახიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system