თავში

კობახიძე: "ევროპული საქართველო" - 3%-იანი "ნაცმოძრაობაა"

კობახიძე: "ევროპული საქართველო" - 3%-იანი "ნაცმოძრაობაა"
კობახიძე: ევროპული საქართველო - 3%-იანი ნაცმოძრაობაა

დღეს ოპოზიციური სპექტრი, არის ძალიან პრობლემური თავისი წარსულით და აწმყოთი, - ამის შესახებ ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ქართულ ოცნებას მთავრობის დასაკომპლექტებლად კოალიცია არ დასჭირდება.

"კოალიცია ჩვენ არ დაგვჭირდება. "ევროპული საქართველო" ზუსტად იგივეა, რაც "ნაციონალური მოძრაობა" - შეგვიძლია ტოლობის ნიშანი დავუსვათ. ერთადერთი განსხვავება მათ შორის არის ის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის 12%-იანი "ნაცმოძრაობა", ხოლო "ევროპული საქართველო" - 3%-იანი "ნაცმოძრაობა", შინაარსობრივად მათ შორის არავითარი განსხვავება არ არის, ერთი მეორეს სჯობნის იმ ნეგატიური მხარეებით, რითაც ხასიათდება ზოგადად "ნაციონალური მოძრაობა".

სხვა პარტიებსაც რაც შეეხება, მათაც, არ ვიცი... დღეს ოპოზიციური სპექტრი, მთლიანობაში, არის ძალიან პრობლემური, თავისი წარსულით, თავისი აწმყოთი. მადლობა ღმერთს, ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ, კოალიციის გარეშე დავაკომპლექტოთ მთავრობა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system