თავში

კობახიძე გახარიას მძიმე სპეცოპერაციების დაგეგმვაში ადანაშაულებს

კობახიძე გახარიას მძიმე სპეცოპერაციების დაგეგმვაში ადანაშაულებს
კობახიძე გახარიას მძიმე სპეცოპერაციების დაგეგმვაში ადანაშაულებს

"რაც კი პრობლემა დაუგროვდა "ქართულ ოცნებას" იმ მცირე მონაკვეთის განმავლობაში, დაახლოებით ერთ წლიან მონაკვეთში, ყველაფერი უკავშირდებოდა სპეცოპერაციებს, რომლებიც იყო გახარიას მიერ ორგანიზებული", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, პირველი ასეთი შემთხვევა მესტიაში მოხდა, რაც ტყის ჭრას უკავშირდებოდა.

"ერთ-ერთი პირველი იყო მესტიაში, ტყის ჭრას უკავშირდებოდა, ისე იყო არასწორად დაგეგმილი ოპერაცია, რომ შსს-ს მოუწია გამოსვლა და საკმაოდ უხეში ფორმით მოხდა ეს ყველაფერი.

შემდეგ ბასიანი იყო და იქაც აბსოლუტურად არასწორად დაგეგმილი სპეცოპერაცია. ასევე უნდა გავიხსენოთ ის, რომ შემდეგ ბოდიში მოუხადა იქ, ნუ მთელი ამბები იყო.

შემდეგ იყო პანკისი, აბსოლუტურად მძიმედ დაგეგმილი სპეცოპერაცია და ძალიან მძიმე სურათი. პრაქტიკულად, შეურაცხყოფა მიაყენებინა შსს-ს თანამშრომლებზე, გმირ პოლიციელებზე და ეს იყო ძალიან მძიმე. 

...რა თქმა უნდა, დანაშაული იყო იქ ჩადენილი. მთლიანობაში, რომ გავიხსენოთ ყველაფერი, რაც კი პრობლემა დაგროვდა ყველაფერი უკავშირდებოდა არასწორად დაგეგმილ, შესრულებულ სპეცოპერაციებს, რომლებიც ყველა უკავშირდებოდა სწორედ გახარიას. ეს იყო შეცდომები, მენეჯმენტის შედეგი თუ გავლენების შედეგი, რაც უკვე დანაშაულამდე მიდის, ეს მე არ ვიცი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "მთავარი არხის" ეთერში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system