თავში

კობახიძე: გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი

კობახიძე: გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი
კობახიძე: გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი

გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ზოგადად, ოპიზიცია „გოიმური ქცევებით და საუბრით გამოირჩევა“, რაც კარგად გამოჩნდა „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში.

„ძალიან მარტივად არის ყველაფერი, გოიმურად გამოიყურებიან, გოიმურად იქცევიან, შესაბამისად, მეტი არაფერია გოიმობა და ამ გოიმობის გამო, ისინი მიიღებენ პასუხს საზოგადოებისგან. გოიმობა რა არის - ყველამ კარგად იცის, საზოგადოებამ იცის, რას ნიშნავს გოიმური ქცევა და საუბარი და ეს ყველაფერი ვნახეთ ჩვენ მაგალითად, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს, მსგავსი განცხადებები საზოგადოების პოლარიზაციას, კობახიძე ამბობს, რომ პოლარიზებას ერთადერთი რამ უწყობს ხელს და ეს არის კრიმინალების ყოფნა პოლიტიკაში.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ საეტელევიზიო ეთერში ოპოზიციას გოიმური უწოდა, რასაც დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კობახიძე საკუთარი თავის შლეგად წარმოჩენას ცდილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system