თავში

კობახიძე კონგრესმენების წერილზე: შეიცავს არაერთ ძალიან უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას

კობახიძე კონგრესმენების წერილზე: შეიცავს არაერთ ძალიან უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას
კობახიძე კონგრესმენების წერილზე: შეიცავს არაერთ ძალიან უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას

წერილი შეიცავს არაერთ ძალიან უხეშ ფაქტობრივ უზუსტობას და ეს საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის,-ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა.

არაერთი ცდომილებაა ასეთი, მათ შორის, რაც ეხება ძალის გამოყენებას ჩანაწერია, პროტესტის მონაწილების წინააღმდეგ ,აქ არის უხეში ფაქტობრივი უზუსტობა . თქვენ იცით,რომ არცერთ შემთხვევაში არ მომხდარა მითუმეტეს მას შემდეგ რაც ჩავარდა კანონპროექტი პროპორციული არჩევნების თაობაზე, არც ერთხელ არ მომხდარა არაპროპორციული ძალის გამოყენება. რაც შეეხება 20 ივნისის მოვლენებს, გახსოვთ, რომ ეს იყო არა მშვიდობიანი პროტესტი, ხელისუფლების გადატრიალების მცდელობა ,რაც მოგვიანებით აღიარებით ჩვენებით დაადასტურეს ჯერ ნიკა მელიამ, შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა. ეს არის ფაქტობრივი უზუსტობები.

ასევე ანაკლიასთან დაკავშირებით არის არა ერთი ფაქტობრივი უზუსტობა. ყველამ ვიცით რაც მოხდა, იყო კომპანია,რომელსაც ჰქონდა აღებული ვალდებულება ინვესტორის მოზიდვის თაობაზე და ამ კომპანიამ ვერ შეძლო ინვესტორის მოზიდვა. თუ აქ იყო სტრატეგიული პოლიტიკური ინტერესი, მითუმეტეს გლობალური პოლიტიკური სტრატეგიული ინტერესი, ბუნებრივია, არავითარი პრობლემა ინვესტორის მოზიდვასთან დაკავშირებით არ იქნებოდა. თუმცა ხედავთ, რომ კომპანიამ ვერ მოახერხა საკუთარი ვალდებულების შესრულება და ახლა ცდილობენ ამ კომპანიის წარმომადგენლები, რომ პოლიტიკა გამოიყენონ, როგორც ერთგვარი იმუნიტეტი სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის იმ მიმართებითაც, რომ მათ სურთ პოლიტიკური სარჩულით შეფუთონ ის უპასუხისმგებლობა, რომელიც გამოავლინეს ამ პროექტის განხორციელების დროს. მათ ვერ შეძლეს ინვესტორების მოზიდვა და ახლა ცდილობენ, რომ სხვას გადააბრალონ საკუთარი არასწორი მოქმედება, თუ ვალდებულების ვერშესრულება“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველ პარტიას აუცილებლად ექნება რეაგირება წერილში არსებულ ფაქტობრივ უზუსტობებთან დაკავშირებით, მათ შორის უშუალო კომუნიკაციის ფორმით. 

ოთხი კონგრესმენის წერილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გამოაქვეყნა. მასში "ქართული ოცნების" ხელისუფლება მკაცრად არის გაკრიტიკებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system