თავში

კობახიძე: "ნაცმოძრაობას” გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი

კობახიძე: "ნაცმოძრაობას” გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი
კობახიძე: ნაცმოძრაობას” გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი

„ნაციონალურ მოძრაობას”, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი კრიმინალ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით, რომლის ამოცანაც პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარებაა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, საარჩევნო პროცესში, ნებისმიერი სახით არეულობის შეტანის მცდელობა სახელმწიფოს მხრიდან უმკაცრესად დაისჯება. 

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს. "ნაციონალურ მოძრაობას", გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი კრიმინალ ვანო მერაბიშვილს ხელმძღვანელობით, რომლის ამოცანაც არის მოქალაქეების პროვოცირება, ძალადობის წახალისება და პოლიტიკური პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარება. ამ თვალსაზრისით, ისინი განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ რამდენიმე რაიონზე - ესენია მარნეული, ბოლნისი, დმანისი, ბათუმი, ზუგდიდი და გლდანი. გვინდა განვაცხადოთ, რომ საარჩევნო პროცესში არეულობის შეტანის ნებისმიერი მცდელობა უმკაცრესად დაისჯება. აქ არის სახელმწიფო, აქ არის ხელისუფლება და არავის, მითუმეტეს კრიმინალურ ოპოზიციას არ ექნება რაიმე დესტრუქციული ქმედების მკაცრი სასჯელის გარეშე განხორციელების შესაძლებლობა. ჩვენი მხრივ, ვპირდებით მოქალაქეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, რომ "ქართული ოცნება" ყველაფერს გააკეთებს არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით ჩასატარებლად", - განაცხადა კობახიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system