თავში

კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს ჩვენ დასავლელ მეგობრებს - ნიკა მელია

კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს ჩვენ დასავლელ მეგობრებს - ნიკა მელია
კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს ჩვენ დასავლელ მეგობრებს - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ის "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ქვეყნის პარტნიორების მიმართ შანტაჟს უწოდებს. 

როგორც მელია წერს, კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს დასავლელ მეგობრებს, რომ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა თუ გაგრძელდა, პროდასავლური კურსი გადაიხედება.

„დღეს ჩვენ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკა, თურმე საქართველოს საზოგადოების დასავლეთის მიმართ ნდობას არყევს.

რა დგას ამ განცხადების უკან? რა არის მისი შეფუთული შინაარსი და გზავნილი და რატომ წარმოაჩენს ეს განცხადება კიდევ ერთხელ, რომ რეჟიმი უკიდურესად სახიფათო გზას ადგას, დასავლელ მეგობრებს შანტაჟის ენაზე ესაუბრება და ქვეყნის ბედით თამაშობს:

მმართველი რეჟიმი სულ უფრო და უფრო ყალიბდება რუსული ტიპის ავტოკრატიად, სადაც მეგობრების წუხილს და მხარდაჭერას დემოკრატიის მიმართ არა სტრატეგიულ პარტნიორობად, არამედ „შიდა საქმეებში ჩარევად“, ზეწოლად და „სუვერენიტეტის შელახვად“ აფასებენ. თურმე დემოკრატიული სამყაროს წუხილი იმის გამო, რომ საქართველო, მისი დემოკრატიული ინსტიტუტები, ნდობა არჩევნების მიმართ, სასამართლო განვითარების ნაცვლად დღითიდღე სუსტდება - არის ადამიანური შეცდომების და არასწორი ინფორმაციის შედეგი.

კობახიძე პირდაპირ აშანტაჟებს ჩვენ დასავლელ მეგობრებს, რომ ისინი ამ კრიტიკით დაკარგავენ ჩვენი საზოგადოების ნდობას - პირდაპირ აშანტაჟებს, რომ საქართველოში დემოკრატიის მხარდაჭერა თუ გაგრძელდა, პროდასავლური კურსი გადაიხედება!

სინამდვილეში საქართველო უფრო წინ წავა და მყარი არჩეული პროდასავლური კურსი მეტად გაძლიერდება, რაც მეტი იქნება სამარცხვინო რეჟიმის ნაბიჯების ღია კრიტიკა და დადგა დრო გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯებიც.

ჩვენ მჭიდროდ ვითანამშრომლებთ ჩვენ დასავლელ მეგობრებთან, რომ ეს გეგმა რეჟიმისა, რომ საქართველო დაივიწყონ, ყურადღება აღარ მიაქციონ, რომ რეჟიმს მისცენ დრო და საშუალება საბოლოოდ მიიტაცოს სახელმწიფო ჩაიშალოს! 2022 წელი ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი წელია“,- წერს ნიკა მელია.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის გაუქმებასთან დაკავშირებით, გუშინ, 3 იანვარს განცხადება გაავრცელა საქართველოში აშშ-ს საელჩომ. განცხადებაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილებით "მმართველმა პარტიამ ძირი გამოუთხარა მთავრობის ანგარიშვალდებულებას".

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე შეერთებული შტატების განცხადება შეაფასა და თქვა, რომ ასეთი განცხადებები არყევს ქართული საზოგადოების ნდობას დასავლელი პარტნიორების მიმართ.

პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი მარტიდან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system