თავში

კობახიძე: პრემიერს კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს

კობახიძე: პრემიერს კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს
კობახიძე: პრემიერს კომუნიკაციის პრობლემა არ აქვს

თქვენ იცით, რომ ზოგადად ხელისუფლებას, მათ შორის პრემიერს, კომუნიკაციის არანაირი პრობლემა არ აქვს, თუმცა ბუნებრივია, პროცედურები უნდა წარიმართოს რეგლამენტის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პარლამენტში პრემიერის დაბარების საკითხს.

კობახიძის განცხადებით, ჯანსაღი საპარლამენტო დისკუსიის დრო აუცილებლად დადგება.

"პროცედურები უნდა წარიმართოს რეგლამენტის შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით და როცა მიეცემა პრემიერს იმის საშუალება, რომ სათანადო ფორმატში წარდგეს პარლამენტის წინაშე, ბუნებრივია აუცილებლად შედგება ასეთი შეხვედრა. რა თქმა უნდა კითხვები იქნება როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან და შედგება ჯანსაღი საპარლამენტო დისკუსია, ამის დროც აუცილებლად დადგება,"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას წერილით მიმართა და ინტერპელაციის წესით საპარლამენტო სესიაზე დაიბარა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system