თავში

კობახიძე: ტერორისტულ აქტს რომ სოციალური მდგომარეობით ხსნი, სირცხვილია

კობახიძე: ტერორისტულ აქტს რომ სოციალური მდგომარეობით ხსნი, სირცხვილია
კობახიძე: ტერორისტულ აქტს რომ სოციალური მდგომარეობით ხსნი, სირცხვილია

ტერორისტულ აქტს, რომ სოციალური მდგომარეობით ხსნი სირცხვილია -  ამის შესახებ "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, გარკვეული ძალები 19 ადამიანის მძევლად აყვანას სოციალური მდგომარეობით ხსნიან, რაც გაუმართლებელია.

"ეს ხომ ძალიან მძიმე მოვლენაა, რასაც თქვენ უყურებთ. ნაწილს ვუსმინე და სოციალურ მდგომარეობაზე საუბრობდნენ ამ დანაშაულთან კავშირში. როდესაც სოციალური მდგომარეობით და გაჭირვებით ხსნი იმას, რომ 19 ადამიანი ტერორისტული აქტით აიყვანეს  მძევლად, ესეც სირცხვილია" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2-თან" საუბარში.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. შეიარაღებულ პირს ამჟამად 17 მძევალი ჰყავს აყვანილი. გამტაცებელი ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმნფრენს ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მძევლების დახოცვით იმუქრება.

ზუგდიდში, სპეცოპერაცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system