თავში

კობახიძეს შეიძლება გაუმართლოს - ნიკა მელია

კობახიძეს შეიძლება გაუმართლოს - ნიკა მელია
კობახიძეს შეიძლება გაუმართლოს - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თქმითაც, ქართული დემოკრატიისთვის კარგი იქნება თუ "ნაციონალური მოაძრაობა" პარლამენტში არ იქნება წარმოდგენილი.

მელიას  თქმით, ირაკლი კობახიძეს შესაძლოა გაუმართლოს და მისი მოლოდინი დაკმაყოფილდეს. ამასთან, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, მმართველი პარტიის თავმჯდომარის განცხადებაზე ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" აღარ დარჩა რესურსი ღირსეული, დამაჯერებელი, ან ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული განცხადება გააკეთოს.

"შეიძლება გაუმართლოს ირაკლი კობახიძეს და ეს განცხადება, რომელიც მან გააკეთა, დაკმაყოფილდეს. დაგველოდოს, ბატონი ირაკლი! ვინმეს თუ არაფერი არ უნდა უხაროდეს, ბატონი კობახიძეა, რადგან მორალური, პოლიტიკური უპირატესობა და ბევრი სხვა უპირატესობა უკვე მოპოვებული გვაქვს. მესმის მათი მღელვარების, დარდის... უბრალოდ, აღარ შერჩათ რესურსი ღირსეული, დამაჯერებელი, ან ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული განცხადება გააკეთონ. 24 საათი საუბრობენ ჩემზე, ან იმაზე რა საზიზღრები ვართ ოპოზიციაში", - განაცხადა მელიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system