თავში

კობახიძეს შესწევს უნარი იყოს კარგი ლიდერი და მეგობარი - ვოლსკი

კობახიძეს შესწევს უნარი იყოს კარგი ლიდერი და მეგობარი - ვოლსკი
კობახიძეს შესწევს უნარი იყოს კარგი ლიდერი და მეგობარი - ვოლსკი

დარწმუნებული ვართ, ირაკლი კობახიძე თავისი განათლების ხარისხით დაანახებს საზოგადოებასა და  საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ღირსეული შემცვლელია, - ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ირაკლი კობახიძეს, შესწევს უნარი იყოს კარგი ლიდერი და მეგობარი. 

"ირაკლი კობახიძე რამდენად გაართმევს თავს, ეს მომავლის საკითხია, მაგრამ ყველა დარწმუნებული ვართ, მას შესწევს უნარი, იყოს კარგი ლიდერი, კარგი მეგობარი და თავისი განათლების ხარისხით კიდევ ერთხელ დაანახოს როგორც ქართულ საზოგადოებას, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარეს ღირსეული შემცვლელი ჰყავს", - განაცხდა გია ვოლსკიმ. 

ცნობისთვის, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტზე ბიძინა ივანიშვილს ირაკლი კობახიძე შეცვლის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system