თავში

კობერიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: რისკი ყოველთვის არსებობს

კობერიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: რისკი ყოველთვის არსებობს
კობერიძე საკონსტიტუციო ცვლილებებზე: რისკი ყოველთვის არსებობს

,,როდესაც საქმე გვაქვს ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" და ,,ქართულ ოცნებასთან", რისკები ყოველთვის არსებობს", - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, არსებობს თუ არა რისკი, საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით ვერ მიიღოს.

ლევან კობერიძის თქმით, ,,ქართულ ოცნებას" დღეს არ აქვს სხვა გზა, გარდა იმისა, რომ სრულად მისცეს ხმა კანონპროექტს.

"ჩვენი ხმები, დამოუკიდებელი დეპუტატების და უფრაქციო დეპუტატების, ,,ქართული ოცნების" ხმებთან ერთად საკმარისია კანონპროექტის გატანისთვის. სწორედ ამიტომ, ,,ქართულ ოცნებას", სწორედ ჩვენი მტკიცე პოზიციის გამო, სხვა შანსი არ გააჩნია, თუ არა ის, რომ დაუჭიროს მხარი ამ კანონპროექტს", - განაცხადა კობერიძემ.

დღეს საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით უყრის კენჭს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system