თავში

კოდექსში ცვლილებებზე ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს - მათიკაშვილი

კოდექსში ცვლილებებზე ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს
კოდექსში ცვლილებებზე ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს - მათიკაშვილი

უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს აქვს საკმაოდ მყარი არგუმენტაცია.

მათიკაშვილის თქმით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებზე ვეტოს დადების საფუძველი არ არსებობს.

"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების მიხედვით, ერთი მხრივ, იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შესრულებული, 48-საათიან და 12-საათიან დათქმას ვგულისხმობ, როდესაც 24 საათზე იქნა საბოლოოდ ჩამოყალიბებული დაკავების ვადა. მეორე შემთხვევა ეხება სიტუაციას, როდესაც ადმინისტრაციული დარღვევის გამო, მხოლოდ ერთი სახდელი იყო გათვალისწინებული, ხოლო განმეორებითობა არ ისჯებოდა და მხოლოდ ამგვარი დასჯის საკანონმდებლო ცვლილება იქნა შეტანილი. ჩვენ ვთვლით, რომ არგუმენტაცია ამ ცვლილებების არის საკმაოდ მყარი და არგუმენტირებული მსჯელობა ამ ყველაფრის საწინააღმდეგოდ არ მოგვისმენია. თუმცა, ვფიქრობთ, რომ მსჯელობის რესურსი კიდევ არსებობს. აქ არ არის საუბარი კონკრეტულ ქმედებაზე, თუმცა ადმინისტრაციული საკანონმდებლო რეფორმის კუთხით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივით, იგეგმება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ახალი კოდექსის მიღება, შესაძლებელია ცვლილებებზე კვლავ ყველა კუთხით მსჯელობა. ასე რომ, მსჯელობის კარი კვლავ იღება. 

ჩვენ მიერ განხორციელებული ცვლილებები არის სრულ შესაბამისობაში იმ მოცემულობასთან, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს წინ უდგას. საფუძველი იმის, რომ ამ კანონს დაემუქროს ვეტოს დადება, რეალურად არ არსებობს. დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას. ვფიქრობ, ის არგუმენტაცია, რომელიც შეტანილ ცვლილებებს თან ახლავს და დასაბუთება, არის საკმარისი, რათა ყველანი დარწმუნდეს, რომ ეს კანონები არის კონკრეტულად არსებული მოცემულობიდან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან მიღებული და მას არანაირი სხვა მიზანი არ აქვს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დაადებს თუ არა პრეზიდენტი ვეტოს ცვლილებებს, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდა - მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან შეხვედრებს დაასრულებს. 

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები უკვე გამართა გიორგი ვაშაძესთან და სალომე სამადაშვილთან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system