თავში

"კოკაინშიკია", ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდში" - კობახიძე გახარიაზე

"კოკაინშიკია", ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდში" - კობახიძე გახარიაზე
კოკაინშიკია, ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდში - კობახიძე გახარიაზე

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნარკოდამოკიდებულების პრობლემა ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია "საქართველოსთვის" მერობის კანდიდატს, გიორგი გახარიას ბოლო პერიოდში გაუჩნდა. 

"ეს პრობლემა მას გაუჩნდა ბოლო პერიოდში, რის გამოც ვერ ჩააბარა ტესტი. მოიტანოს ტესტი და დაამტკიცოს, რომ მას არ აქვს პრობლემა. ეს ყველაფერი ჩვენთვის ცნობილი გახდა ძალიან მარტივად. კახი კალაძე გამოვიდა, სრულიად სხვა ინიციატივით, ჯანსაღი ცხოვრების წესის მიზნებისთვის, უცბად ეს კაცი აიჭრა, გაღიზიანდა, დაიბნა და მერე რომ გავარკვიეთ აღმოჩნდა, რომ მას ჰქონია თურმე სერიოზული პრობლემა.

მას ტესტი უნდა მოეტანა 5-7 დღის განმავლობაში, თავისი ვადები აქვს ყველაფერს. მოეტანა ეს ტესტი, ახლა ყველაფერი არის დაგვიანებული. თავს ვერ აღწევს ამ პრობლემას და ერთი კვირაც ვერ მოითმინა, სწორედ ამის გამო გაუჭირდა რეალურად მას ტესტის ჩაბარება. საერთოდ არ არის ეს ჭანჭიკი აქტუალური", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

კობახიძემ ყოფილი თანაგუნდელი "კოკაინშიკად"  და "ნაციონალური მოძრაობის" ჭანჭიკად მოიხსენია. 

"კოკაინშიკია", ვინც ვერ გაბედა ტესტის ჩაბარება, იცით, რომ მას სოლიდარობა გამოუცხადა ნიკანორ მელიამ და მანაც აღარ ჩააბარა ტესტი, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე მზადყოფნა გამოცხადებული ჰქონდა. აი ეს არის ეს ადამიანი. 15 წუთი არ შეიძლება ამ კაცზე საუბარი, როდესაც 3-4 პროცენტისთვის იბრძვის აბსოლუტურად გაუგებარ ბრძოლაში. მთავარია, ჩვენ არ უნდა დავუშვათ "ნაცმოძრაობის" რევანში, რისი ერთი პატარა ჭანჭიკიც არის გახარია", - განაცხადა კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ 6 სექტემბერს ნარკოტესტი გაიკეთა და განაცხადა, რომ "ყველანაირად სუფთაა".

ნარკოტესტის გაკეთებისკენ კახა კალაძემ მის კონკურენტებს, თბილისის მერობის სხვა კანდიდატებსაც მოუწოდა.

ამასთან, "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მერობის კანდიდატი გიორგი გახარია "დღესვე რომ წასულიყო ნარკოტესტის გასაკეთებლად" ამ თემაზე კითხვებს მოხსნიდა.

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარისა და თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, მას არ აქვს სამედიცინო შემოწმების პრობლემა და ეს ადრეც გაუკეთებია.

პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნარკოტესტირებასთან დაკავშირებით, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში მის წინააღმდეგ პროვოკაცია მზადდებოდა.

გახარიას თქმით, ის ნარკოტესტს ევროპაში, თმის ღერის მეშვეობით, საერთაშორისო ლაბორატორიაში ჩაიტარებს. 

გახარიას განცხადებით უპასუხა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომ და აღნიშნული ინფორმაცია უარყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system