თავში

კოლეგა ოპოზიციონერებმა პარლამენტში ქმედითად უნდა იბრძოლონ - გიგი წერეთელი

კოლეგა ოპოზიციონერებმა პარლამენტში ქმედითად უნდა იბრძოლონ - გიგი წერეთელი
კოლეგა ოპოზიციონერებმა პარლამენტში ქმედითად უნდა იბრძოლონ - გიგი წერეთელი

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, პარტიებისათვის საპარლამენტო დაფინასების ცვლილების პროექტს ეხმაურება.

წერეთელის თქმით, ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება როგორც იმ პრინციპებს, რომლებიც შეთანხმებაში არსებობდა, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მოწოდებებსა და რეკომენდაციებს.

წერეთელი მოუწოდებს პარლამენტში შესულ კოლეგა ოპოზიციონერებს, რომ ქმედითად იბრძოლონ და არ შემოიფარგლონ მხოლოდ კონკრეტული განცხადებებით.

„ის ინიციატივა, რომელიც არის ამ პარტიების დაფინასნების წესთან დაკავშირებით და ითვალისიწნებს იმას, რომ კონკრეტულ პარტიას შეუწყდეს კონკრეტული პირობების გამო დაფინანსება, აბსოლიტურად ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელიც თუნდაც იყო შეთანხმებაში, იმ მოწოდებებს და რეკომენდაციებს, რომლებიც ჰქონდათ საერთაშორისო ორანიზაციებს და ისედაც, არანაირად არ უწყობს ხელს რაღაც პოლიტიკურ შეთანხმებას, კონსენსუსს, არის პირდაპირ მოწოდებული იმისათის, რომ რომელიღაც კონკრეტულ პარტია, ამ შემთხვევაში ლეიბორისტული პარტია დასაჯოს.

მიუხედავად იმისა, რომ ის არ ეხება შეიძლება ევროპულ საქართელოს ან სხვა პარტიებს, მე მინდა ყველას ვთხოვო, დღეს ვინც არის პარლამენტში, ჩვენ კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ მათ შესვლამდე აწუხებდათ ეს საკითხი და მე ვფიქრობ, რომ ახლაც უნდა აწუხებდეთ და ძალიან ქმედითად უნდა იბრძოლონ, გარდა იმისა, რომ კონკრეტული კრიტიკული განცხადებები გააკეთონ.“ - განაცხადა წერეთელმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system