თავში

კომპრომისების დროა - დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება - შარლ მიშელი

კომპრომისების დროა - დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება - შარლ მიშელი
კომპრომისების დროა - დანიელსონი საქართველოში დაბრუნდება - შარლ მიშელი

კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის გასაგრძელებლად დაბრუნდება - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, დროა, მხარეები საჭირო კომპრომისებზე წავიდნენ.

„შევაჯამეთ დანიელსონის მედიაციით საქართველოში მიღწეული პროგრესი. ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, დროა, მხარეები  საჭირო კომპრომისებზე წავიდნენ. ჩემი წარმომადგენელი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში დაბრუნდება“, - წერს შარლ მიშელი ,,ტვიტერის" გვერდზე.

მოგვიანებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნულის შესახებ დაწერა ,,ფეისბუქშიც". 

როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, დანიელსონი საქართველოში მიმდინარე კვირის ბოლოს დაბრუნდება. 

,,კრისტიან დანიელსონი ამ კვირის ბოლოს დაბრუნდება საქართველოში, რათა გააგრძელოს შუამავლობა ყველა მონაწილე მხარესთან", - წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system