თავში

კონგრესმენი: საქართველო აშშ-ის ძლიერი მოკავშირეა

კონგრესმენი: საქართველო აშშ-ის ძლიერი მოკავშირეა
კონგრესმენი: საქართველო აშშ-ის ძლიერი მოკავშირეა

საქართველო ამერიკის ძლიერი მოკავშირეა, რომელმაც დაამტკიცა, რომ ეკონომიკური თავისუფლების ზრდას შედეგად განვითარება და ინვესტიციები მოაქვს, - განცხადებას ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ალექს მუნი ტვიტერში აქვეყნებს.

კონგრესმენის, საქართველო ყოფილი საბჭოთა ბლოკის ქვეყანაა, რომელიც ახლა, თავისუფალი ბაზრის რეფორმების გატარების შემდეგ, ეკონომიკური განვითარების პროცესშია. ალექს მუნიმ საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ განცხადებასაც გამოეხმაურა. 

„სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურად ავრცელებს საინვესტიციო კლიმატთან დაკავშირებით ანგარიშს, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს აფასებს.

სიამაყის გრძნობა დამეუფლა, როდესაც საქართველო მოწინავე პოზიციებზე ვნახე, ქვეყანა, რომელსაც ფინანსური სერვისების კომიტეტში მუშაობის დროს ვეწვიე.

საქართველო ყოფილის საბჭოთა ბლოკის ქვეყანაა, რომელიც ახლა, თავისუფალი ბაზრის რეფორმის შემდეგ, ვითარდება. ამერიკის ძლიერი მოკავშირეა. მათ დაამტკიცეს, რომ ეკონომიკური თავისუფლება ახალი განვითარებისა და ინვესტიციების საწინდარია“, – წერს ალექს მუნი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system