თავში

კონგრესმენი: შეერთებული შტატები დაინტერესებულია, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან

კონგრესმენი: შეერთებული შტატები დაინტერესებულია, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან
კონგრესმენი: შეერთებული შტატები დაინტერესებულია, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან

რესპუბლიკელ კონგრესმენ დევინ ნუნესის განცხადებით, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და ამერიკის შეერთებული შტატები დაინტერესებულია, განაგრძოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მთავრობასთან, ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და ურთიერთობების შემდგომი განვითარების პარალელურად.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება კონგრესმენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან შეხვედრაზე გააკეთა.

მისი თქმით, საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა გრძელდება.

„ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობას. ტრამპის ადმინისტრაცია და რესპუბლიკელები კონგრესში ვცდილობთ და გვსურს, რომ ნატო (NATO) იყოს უფრო გაძლიერებული და უზრუნველყოფილი, რათა შეძლოს ისეთი ქვეყნების დახმარება, როგორიც საქართველოა. საქართველო დიდ ძალისხმევას სწევს ავღანეთში ტერორიზმის წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში. მოხარული ვარ, რომ შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, ურთიერთობის გაძლიერებისა და თქვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ფონზე“, – განაცხადა კონგრესმენმა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებები და სამომავლო გეგმები, ასევე აღინიშნა აშშ-ის მნიშვნელოვანი როლი ევროატლანტიკური მიზნების რეალიზაციის გზაზე. გარდა ამისა, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system