თავში

კონგრესმენი უილსონი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება

კონგრესმენი უილსონი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება
კონგრესმენი უილსონი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება

"ვულოცავ ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარებას 2020 წლის 31 ოქტომბერს. გლობალური პანდემიის პირობებში თავისუფალ და სამართლიან გარემოში უსაფრთხო, მაღალი აქტივობის, კონკურენტული არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანი მიღწევაა", - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესის საგარეო კომიტეტისა და საქართველოს მეგობართა ჯგუფის წევრის, კონგრესმენ ჯო უილსონის წერლშია აღნიშნული, რომელსაც საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

კონგრესმენის თქმით, საარჩევნო რეფორმების შედეგად, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოში დემოკრატიის განვითარებისკენ. 

"საქართველოს მოქალაქეებმა საარჩევნო ყუთებთან გააკეთეს არჩევანი და მოხარული ვარ, რომ ეს იყო მტკიცე გზავნილი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდასაჭერად, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს ორმხრივ ეკონომიკურ წარმატებას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სიმტკიცეს მშვიდობის გზით.

ამერიკელი სამხედროები ძალზედ აფასებენ საქართველოს თავდადებულ და ნიჭიერ სამხედროებთან ჩამოყალიბებულ ალიანსს, რაც ჩამოგვიყალიბდა მსოფლიო მასშტაბით ერთიანი ძალებით გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლისას და ამ გზით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვისას. საქართველოში ვიზიტების შედეგად შთაგონებული ვარ თქვენი ნიჭიერი მოსახლეობით. მე მომავალშიც გავაგრძელებ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას საარჩევნო პროცესის დახვეწისა და უფრო ძლიერი დემოკრატიის შენების პროცესში. მოუთმენლად ველი მუშაობის გაგრძელებას აშშ-საქართველოს ურთიერთობების უფრო გაღრმავების საქმეში“, - ნათქვამია კონგრესმენის წერილში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system