თავში

კონკრეტულ წინადადებას ვთავაზობ საქართველოს მთავრობას - სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

კონკრეტულ წინადადებას ვთავაზობ საქართველოს მთავრობას - სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს
კონკრეტულ წინადადებას ვთავაზობ საქართველოს მთავრობას - სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა - მალტა, აპირებს ღარიბ ქვეყნებს კორონავირუსის ვაქცინა გადასცეს. 

მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ ამ შესაძლებლობით სასწრაფოდ უნდა ისარგებლოს და მალტის ხელისუფლებას მიმართოს. 

"ახლა მთავარი საკითხი არის ის რომ საქართველოში დროზე შევიდეს ვაქცინა, რათა ჩვენი ყველა მოქალაქე დაცული იქნას ამ ძალიან მძიმე ვირუსისგან. კონკრეტულ წინადადებას ვთავაზობ საქართველოს მთავრობას, იმედია მოისმენენ, არის ასეთი ევროკავშირის წევრი, კუნძული მალტა, ევროკავშირმა ყველა თავის წევრებს დაურიგა ვაქცინა და მალტამ მიიღო ერთი მილიონი ვაქცინით მეტი, ვიდრე მას სჭირდებოდა.

ახლა მალტის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ეს ვაქცინა გადაუნაწილოს უფრო ღარიბ ქვეყნებს, რომელთა კატეგორიაში, სამწუხაროდ, შედის საქართველო, ამ შემთხვევაში საბედნიეროდ. შეუძლებელია ეს ინფორმაცია არ გქონდეთ, როგორც მე მაქვს, მე ვიცნობ იქ მთავრობის წევრებს, მაგრამ ასევე, თქვენ ღია წყაროებიდან, იმიტომ, რომ ეს არის სრულიად ხელმისაწვდომი ინფორმაიცა, რატომ არ მიმართავთ მალტის მთავრობას და რატომ არ ითხოვთ, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი ამ ვაქცინების უსასყიდლოდ გადასცენ საქართველოს?! რატომ არ ინძრევით?!

რატომ არ ინძრევით მე კარგად ვიცი, იმიტომ რომ არის ძალიან დიდი კორუფციული ხვრელი, 10 მილიარდი ვალი პრაქტიკულად განიავებულია და მოპარულია. უახლოეს პერიოდში მე მიხეილ სააკაშილი ვაპირებ დაგიდოთ ყველა მასალა, როგორ იპარავთ თქვენ კონკრეტული სახელებით გვარებით, გადარიცხვებით ოპერაციებით, კორონასთან საბრძოლველ ფულს, როგორ აკეთებთ ფულს თქვენი მოქალაქეების სიკვდილზე, დახეიბრებაზე ტანჯვაზე და თქვენ პოლიტიკურ დივიდენტებზე ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system