თავში

კონსილიუმმა მოინახულა მიხეილ სააკაშვილი და დაიდო დასკვნა - რატი ბრეგაძე

კონსილიუმმა მოინახულა მიხეილ სააკაშვილი და დაიდო დასკვნა - რატი ბრეგაძე
კონსილიუმმა მოინახულა მიხეილ სააკაშვილი და დაიდო დასკვნა - რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ კონსილიუმმა, რომელშიც მისი შეფასებით, შედიან ძალიან მაღალი დონის ექიმები, გუშინ პირადად მოინახულა მიხეილ სააკაშვილი, გაეცნო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და დადო დასკვნა, რომლის თანახმადაც, ამ ეტაპზე პატიმარი არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

მინისტრმა მიხეილ სააკაშვილის უფლებებისა და ჯანმრთელობის დასაცავად გადადგმულ ნაბიჯებზეც ისაუბრა.

„პატიმარ სააკაშვილის შემოსახლებიდან ჩვენ განვაცხადეთ, რომ ჩვენი მიზანია, მისი, როგორც ნებისმიერი პატიმრის, უფლება იყოს დაცული და, ბუნებრივია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყოს სტაბილური. ამისათვის ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან: ნინო ლომჯარია, ეკატერინე ტიკარაძე, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ სარჯველაძე... შემდგომი ნაბიჯი უკვე იყო ის, რომ ჩამოყალიბდა კონსილიუმი, რომელშიც შედიან ძალიან მაღალი ავტორიტეტის ექიმები, რათა მუდმივ რეჟიმში განხორციელდეს პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა. გაიმართა, ასევე, შეხვედრა. სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა შედგა 19 ოქტომბერს კონსილიუმის წევრებთან და დაიდო ერთი დასკვნა, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

იუსტიციის მინისტრმა კონსილიუმის გუშინდელ შეხვედრაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე, კონსილიუმის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა არ დგას:

„კონსილიუმმა, ასევე, გუშინ მოინახულა პატიმარი, გაეცნო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას და დაიდო დასკვნა, რომლის თანახმადაც, ამ ეტაპზე პატიმარი არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას“.

რატი ბრეგაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამინისტრომ უპრეცედენტო ზომები მიიღო პატიმრის ჯანმრთელობის დაცვისა და ამ მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისათვის.

„თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო უპრეცედენტო ნაბიჯი, რომელიც ემსახურება იმ მიზანს, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ამომწურავი ინფორმაცია პატიმარ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system