თავში

თამარ ხულორდავა: ოპოზიციის დახმარებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ

თამარ ხულორდავა: ოპოზიციის დახმარებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ
თამარ ხულორდავა: ოპოზიციის დახმარებით საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ

ოპოზიციის მხარდაჭერით ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა თამარ ხულორდავამ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ახალ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართა. 

საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით გუნდში კვლავ აზრთასხვადსხვაობაა. 

"საკითხი არის ძალიან რთული. ვნებეთაღელვა იყო ძალიან დიდი.  არაერთხელ გაკეთდა მოწოდება, რომ მხარი დავუჭიროთ ქვეყნისთვის  მნიშვნელოვან ცვლილებას. არის მოლოდინი, რომ ზოგიერთი ჩვენი თანაგუნდელი მხარს არ დაუჭერს ამ ცვლილებებს. მიუხედავად ამისა, არსებობს ყველა პირობა, რომ ჩვენ ეს საკონსტიტუციო ცვლილება მივიღოთ. ოპოზიციის მხარდაჭერით ჩვენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მივიღებთ"- აცხადებს  საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ხულორდავა.

საქართველოს პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებენ. კანონმდებლები საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში გუშინდელ სესიაზე უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, გადაიდო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system