თავში

"კონსულტაციებზე მზად ვართ, გახარიამ უნდა გადაწყვიტოს, სად დგება" - თინა ბოკუჩავა

"კონსულტაციებზე მზად ვართ, გახარიამ უნდა გადაწყვიტოს, სად დგება" - თინა ბოკუჩავა
კონსულტაციებზე მზად ვართ, გახარიამ უნდა გადაწყვიტოს, სად დგება - თინა ბოკუჩავა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის გიორგი გახარიას შეთავაზებას ეხმაურება. 

ბოკუჩავა თქმით, პარტია კონსულტაციებისთვის მზად არის.

"არჩევნებამდე გიორგი გახარია ამტკიცებდა, რომ ის არის ოპოზიცია, არჩევნების შემდეგ მას აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ არა ფუჭი სიტყვით, არამედ კონკრეტული ქმედებით დაამტკიცოს, რომ ის არის ოპოზიციაში, თუ ის არის ივანიშვილის პროექტი.

საჯარო იქნება თუ არა საჯარო, მრგვალი თუ ოთხკუთხედი მაგიდის ირგვლივ, მთავარია, რომ ამ ადამიანმა მიიღოს გადაწყვეტილება, იმასთან დაკავშირებით, თუ სად დგება, ოპოზიციასთან თუ ხელისუფლებასთან. ბუნებრივია, რომ ამ კონსულტაციებზე ჩვენ მზად ვართ, იმიტომ, რომ ჩვენი მთავარი ამოსავალი წერტილია, მოხდეს ოპოზიციური კოალიციური მთავრობების ფორმირება ადგილობრივ დონეზე", - განაცხადა ბოკუჩავამ. 

ცნობისთვის, გიორგი გახარია "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" სამმხრივ მოლაპარაკებას სთავაზობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system