თავში

კოტეჯებიდან და სახლებიდან აგდებენ ადამიანებს - ელენე ხოშტარია

კოტეჯებიდან და სახლებიდან აგდებენ ადამიანებს - ელენე ხოშტარია
კოტეჯებიდან და სახლებიდან აგდებენ ადამიანებს - ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ ბაკურიანში კოტეჯებიდან და სახლებიდან ადამიანებს აგდებენ.  ქართული ოცნების შემომწირველებს კი სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს უხდიან.

ელენე ხოშტარიას რამდენიმე ადამიანსაც ასახელებს, რომლებიც ოცნების შემომწირველები არიან. 

"ბაკურიანში კოტეჯებიდან და სახლებიდან აგდებენ ადამიანებს, ბოლო რესურსს უჭრიან და ეს იმ ფონზე, როცა ქართული ოცნების შემომწირველები სრულიად უსარგებლო საკარანტინე ღონისძიებებში მილიონობით ლარს იღებენ.

მაგალითად, პაატა კოკაიას, რომელსაც აქვს 4 სასტუმრო (შპს „ბაკურიანი ინნ“, შპს „რენესანს კონსტრაქშენი“, შპს „სასტუმრო გუდაური ინნ“, შპს „სასტუმრო ივერია ინ“) 3.8 მილიონი ლარის ხელშეკრულებები გაუფორმეს. კოკაიამ სალომე სალომე ზურაბიშვილს 55 000 ლარი შესწირა. ("ბაკურიანი ინნ"-ს 1 793 092 ლარი აქვს აღებული).ვლადიმერ სტეფანიანი, რომელიც ასევე ოცნების შემომწირველია 485.290 ლარს იღებს ტურიზმის ადმინისტრაციიდან.ზურაბ ჩხაიძეს („კახური ტრადიციული მეღვინეობა") ქართული ოცნებისთვის 300 000 ლარი აქვს შეწირული, პანდემიის დაწყებიდან დღემდე ტურიზმის ადმინისტრაციამ 286.919 ლარის ხელშეკრულებები გაუფორმა.ჯამში 21 მარტიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, უსარგებლო სავალდებულო კარანტინის უზრუნველყოფისათვის ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 78 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა," - წერს ელენე ხოშტარია.
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system