თავში

კრისტიან დანიელსონი არასამთავრობოებს შეხვდა

კრისტიან დანიელსონი არასამთავრობოებს შეხვდა
კრისტიან დანიელსონი არასამთავრობოებს შეხვდა

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის დაწყებამდე, მედიასთან ISFED-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო დოლიძემ გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ დანიელსონთან იმ 6 პუნქტს განიხილავენ, რომელიც შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტის დროს დაასახელა.

"დღეს, ვისაუბრებთ იმ პრობლემებზე, რომელსაც საქართველოში ვხედავთ. ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს ხედვებს იმ 6 პუნქტთან დაკავშირებით, რომელიც შარლ მიშელმა დაასახელა საქართველოში ვიზიტის დროს. ეს იქნება ის რეფორმები, რომელმაც საქართველო ახალ ეტაპზე უნდა გადაიყვანოს და რომელიც წინ უნდა უძღოდეს ნებისმიერ დიალოგს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის", - განაცხადა ნინო დოლიძემ. 

ცნობისთვის, საქართველოში 3-დღიანი ვიზიტით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი დღეს ჩამოვიდა.

მან პირველი ოფიციალური შეხვედრა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართა.

დანიელსონი ასევე, ქართული მედიის წარმომადგენლებსაც შეხვდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system