თავში

კრისტიან დანიელსონი ,,ქართული ოცნების" წევრებს ხვდება

კრისტიან დანიელსონი ,,ქართული ოცნების" წევრებს ხვდება
კრისტიან დანიელსონი ,,ქართული ოცნების წევრებს ხვდება

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი "ქართული ოცნების" წევრებს ხვდება. 

მმართველი პარტიის წარმომადგენლები ევროპელ დიპლომატთან შეხვედრაზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ.

შეხვედრას აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანიც ესწრება.

კრისტიან დანიელსონი დღეს უკვე შეხვდა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

ცნობისთვის, კრისტიან დანიელსონი მეოთხე დღეა, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება.

მას საქართველო დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა, გუშინ განაცხადა, რომ თბილისში შეხვედრებს კვლავ გააგრძელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system