თავში

კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
კრისტიან დანიელსონი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს შეხვდა, რომელიც მე-4 დღეა საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. 

დანიელსონი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მეორედ შეხვდა.

შეხვედრა, ორბელიანის მოედანზე მდებარე პრეზიდენტის რეზიდეციაში, დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა. შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა და კრისტიან დანიელსონმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესი განიხილეს.

კრისტიან დანიელსონი მეოთხე დღეა, როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდება. 

მას საქართველო დღეს უნდა დაეტოვებინა, თუმცა გუშინ განაცხადა, რომ თბილისში შეხვედრებს კვლავ გააგრძელებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system